მთავარიმსოფლიოკავკასიაასობით რუსი ჯარისკაცი დატოვებს სომხეთის საზღვრებს

ასობით რუსი ჯარისკაცი დატოვებს სომხეთის საზღვრებს

ასობით რუსი ჯარისკაცი, რომლებიც სომხეთის საზღვრებზე არიან განლაგებულნი, პოზიციებს დატოვებს. ინფორმაციას კრემლიც ადასტურებს.

რუსი ჯარისკაცების გაყვანა 2025 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.

სომხეთის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ საპარლამენტო ლიდერმა, ჰაიკ კონჯორიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მიღწეულია შეთანხმება“ რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ სხვადასხვა რეგიონიდან.

ეს განცხადება გაკეთდა ერთი დღის შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა მოსკოვში დსთ-ს სამიტზე, რათა განეხილათ, „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხები.”

კითხვაზე, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე რუსი მესაზღვრეების გაყვანა, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა – „დიახ“- იტყობინება რუსული პროპაგანდისტული სააგენტო TASS.

კვირას რუსული სამხედრო მანქანების გრძელი კოლონა გამოჩნდა, რომელიც სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებიდან დედაქალაქ ერევნისკენ მიემართებოდა.

ურთიერთობები მოსკოვსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილმა კოლექტიური უსაფრთხოების სამხედრო ალიანსმა, რომლის წევრიც სომხეთია, უარი თქვა ერევნის თხოვნაზე- ჩარეულიყო სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტში 2022 წლის სექტემბერში.

სწორედ ამ ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიან ყარაბაღზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend