მთავარისაქართველოPEN International საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

PEN International საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

„საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კრემლის მეთოდებით შემუშავებული კანონების მიღებას, რომელთა მიზანია კრიტიკული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო საზოგადოების ნგრევა” – ნათქვამია საერთაშორისო მწერალთა ასოციაცია პენცენტრის განცხადებაში.

„PEN International დგას ქართველი მწერლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გვერდით, რადგან საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კრემლის მეთოდებით შემუშავებული კანონების მიღებას, რომელთა მიზანია კრიტიკული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო საზოგადოების ნგრევა”- ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო მწერალთა ასოციაცია პენცენტრი ავრცელებს. PEN საქართველო და PEN International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს თავისუფლებისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვა.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული ე.წ. „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი აბრკოლებს ჟურნალისტებს, გააშუქონ ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხები და კრძალავს საჯარო შეკრებებს, რომლებსაც კანონი აღწერს როგორც „ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას.” საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები იმ კანონების გასაუქმებლად, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შესაზღუდად”, -წერია პენცენტრის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend