მთავარიამერიკააშშმკვლელობის მცდელობიდან 12 კვირის შემდეგ, დონალდ ტრამპი პენსილვანიაში ამომრჩეველს კვლავ შეხვდა

მკვლელობის მცდელობიდან 12 კვირის შემდეგ, დონალდ ტრამპი პენსილვანიაში ამომრჩეველს კვლავ შეხვდა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრა პენსილვანიაში გამართა. იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ შეიარაღებულმა პირმა მისი მოკვლა სცადა.

ტრამპის განცხადებით, 12 კვირის წინ მისი სამუდამოდ გაჩუმება სსურდათ, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ის დაუბრუნებს ამერიკას დიდებას.

„ზუსტად 12 კვირის წინ სწორედ ამ ადგილზე ცივსისხლიანმა მკვლელმა მიზნად დაისახა ჩემი და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მოძრაობის, „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“ გაჩუმება. ჩვენ გვიყვარს ეს მოძრაობა. თავდასხმისას, 16 შემზარავი წამის განმავლობაში, დრო გაჩერდა. ამ მანკიერმა ურჩხულმა აქედან არც ისე შორს, თავისი სნაიპერიდან ბოროტებას დაუდო სათავე. თუმცა ღვთის მადლით, ბოროტმოქმედმა ვერ მიაღწია წარმატებას, მან ჩვენი მოძრაობა ვერ შეაჩერა და ვერ შეარყია ჩვენი გადაწყვეტილება – გადავარჩინოთ ამერიკა სიღარიბისგან, სიძულვილისა და განადგურებისგან”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრას დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დეივიდ ვენსი და მილიარდერი ილონ მასკი ესწრებოდნენ.

„სიმამაცის ნამდვილი გამოვლენაა ის, თუ როგორ იქცევა ადამიანი თავდასხმის შემთხვევაში. ჩვენ გვყავდა ერთი პრეზიდენტი, რომელიც კიბეზე ვერ ადიოდა და მეორე, რომელმაც მასზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა, მუშტი შეკრა და ხალხს მოუწოდა: „ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა“. ამერიკა ხომ „მამაცთა სახლია”, – განაცხადა X-ის მფლობელმა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend