საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსმა’’, WISE პროგრამის ფარგლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გოგონათა ბანაკის პროექტი განახორციელა.
პროექტში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობდა.
ბანაკი 5 დღეს გაგრძელდა და რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “მერსი ქორფსის” WISE პროგრამის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ ისაუბრა.