მთავარისპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ახლოვდება და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

11 ოქტომბერს პოლონეთში, ნეიტრალურ მოედანზე საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართა.

“ზაფხულის შემდეგ მეც ძალიან მაინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ ახალ გამოწვევებს, ახალ ციკლს ჩვენი ფეხბურთელები და პირველი ნაბიჯი საკმაოდ პოზიტიური იყო. უნდა დავამტკიცოთ, რომ ის, რაც სექტემბერში მოხდა, შემთხვევითი არ იყო და ჩვენ სწორი გზით მივდივართ. დიდი ხანია, რაც გულიაშვილი ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა მან სარაევოში ძალიან კარგად დაიწყო სეზონი. იგივე გოგლიჩიძემ და ნონიკაშვილმაც აჩვენეს, რომ იმსახურებდნენ ეროვნულ გუნდში გამოძახებას და, ვფიქრობ, რომ ყველა თავის შანსს მიიღებს. კვარაცხელიას კონტეს დონის მწვრთნელთან მუშაობა ძალიან წაადგა, ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა სეზონში.

ხვიჩას დონის მოთამაშეები სასურველ ფორმას ყოველთვის უბრუნდებიან. ახალ სეზონში მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში. მიქაუტაძე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოასწორებს ამ სიტუაციას. ჩვენ მას ყველაფერში დავეხმარებით და არ დავივიწყებთ, რაც ნაკრებისთვის ბოლო წლებში გააკეთა”, – ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend