მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი“ევრო 8000”- მაასტრიხტში პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი წარადგინეს

“ევრო 8000”- მაასტრიხტში პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი წარადგინეს

8000-ევროიანი საკოლექციო ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია ალავერდის ტაძარი და ქვევრები. კუპიურას აწერია: „შენ ხარ ვენახი“. მეორე მხარეს გამოსახულია ბორჯღალი, დავითგარეჯა და ბერი ქვევრით.

ბანკნოტი შეზღუდული ტირაჟით- 5000 ცალი დაიბეჭდა. ის კოლექციონერებისთვისაა განკუთვნილი და მიმოქცევაში არ ჩაეშვება. კუპიურის შექმნის ხარჯები საკოლექციო ნივთებზე სპეციალიზებულმა ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ „თრეჟარიუმმა“ გაიღო.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იაშარ აჯამი- პროექტის ავტორი, კომპანია „თრეჟარიუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა იაშარ აჯამმა და პროექტის ხელმძღვანელმა ეკა კვირტიამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend