მთავარიმსოფლიოდიდმა შვიდეულმა დისტანციურ კონფერენციაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი განიხილა

დიდმა შვიდეულმა დისტანციურ კონფერენციაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი განიხილა

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დისტანციური კონფერენცია გამართეს, რათა განეხილათ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი. მათ მხარეებს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე  დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარების და მიუხედავად, ისინი ადგილზე რჩებიან. მათი თქმით,  ლიბანის საზღვრის კვეთის ნებისმიერი შემთხვევა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაა. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

ლუიჯი ნარბონი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აზრთა სხვადასხვაობის გამო ზარალდებიან.

მსოფლიოს სამხრეთ ნაწილში ფიქრობენ, რომ ევროპა ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. მისი თქმით, ერთი მხრივ, ევროპა გმობს პუტინის ქმედებას, მეორე მხრივ კი, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიმართ საპირისპირო მიდგომა აქვს. ეს ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია  ევროკავშირისთვის, რომელმაც ნდობა  და ფუნდამენტური ფასეულობები უნდა შეინარჩუნოს.

უფრო ფართო რეგიონულ ომს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს ევროკავშირისა და ევროპის კონტინენტისთვის.

ლუიჯი ნარბონი ამბობს, რომ რეგიონში არსებულმა არასტაბილურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს რუსეთის როლზე სირიასა და ზოგადად ეკონომიკაზე. მისი აზრით, კრიზისის მოგვარება გადამწყვეტია ევროპისთვის და ის პირდაპირ კავშირშია მიგრაციულ ნაკადთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც  ომის შედეგად დაზარალებული ადგილებიდან გარბიან.

ბევრ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტის დასრულება დიპლომატიური გზით ჯერ კიდევ შესაძლებელია. იტალიას, რომელიც დიდი შვიდეულის პრეზიდენტი ქვეყანაა, სურს, გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიის გაძლიერებისა და მისი უფლებამოსილებისა თუ პასუხისმგებლობის საკითხებს გადახედოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend