მთავარიმსოფლიოCIA სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმატორებს ეძებს

CIA სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმატორებს ეძებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო(CIA), რომლის ძირითადი ამოცანა უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზია, ირანში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ინფორმატორების მიზიდვაზე მუშაობას იწყებს.

სააგენტოს განმარტებით, მათ სურთ ირანის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს ინფორმაციის გადასაცემად CIA-თან დაკავშირება გაუმარტივონ და თავი დაცულად აგრძნობინონ.

ამისთვის ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტომ სხვადასხვა სოციალურ ქსელში სპარსულ, ჩინურ და კორეულ ენებზე ონლაინ ინსტრუქციები გამოაქვეყნა.

ასეთივე ინსტრუქციები სააგენტომ გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებისთვისაც გამოაქვეყნა.

„ხალხი ცდილობს ჩვენთან დაკავშირებას მთელი მსოფლიოდან და ჩვენ მათ ვთავაზობთ ინსტრუქციებს, თუ როგორ გააკეთონ ეს უსაფრთხოდ“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

”ჩვენი ამგვარი ძალისხმევა წარმატებული იყო რუსეთში და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მყოფმა პირებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის.”

კერძოდ, ეს სოციალური ქსელებია – Telegram, YouTube, Facebook, LinkedIn, Instagram და პლატფორმა X.

ინსტრუქციები ტექსტური ვიდეოების სახისაა და მაყურებლებს უხსნის როგორ გამოიყენონ სააგენტოსთან დასაკავშირებლად VPN ან „დარქნეტი”, რათა თავიდან აიცილონ ინტერნეტ შეზღუდვები ან თვალთვალი.

თუმცა სააგენტო აფრთხილებს მომხმარებლებს არ გამოიყენონ რუსეთსა და ჩინეთში შექმნილი პროგრამები, რადგანაც ამით მათი უსაფრთხოება იქნება განპირობებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend