მთავარიევროპაუკრაინარუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ბაზარზე - დაიღუპა ექვსი ადამიანი

რუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ბაზარზე – დაიღუპა ექვსი ადამიანი

უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონის ბაზარზე რუსი სამხედროების იერიშს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაიჭრა.

რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით,  რუსებმა იერიში მაშინ მიიტანეს, როცა მოქალაქეები დახლებს შორის გადაადგილდებოდნენ.

ერთ-ერთი მოქალაქე ანდრიი ამბობს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა. ჯერ გასროლის ხმა გაიგეს, 3 – 4 წამის შემდეგ დაბომბვა დაიწყო. ხალხი პანიკურ მდგომარეობაში ჩაცვივდა და გაიქცა. თავადაც მანქანაში ჩაჯდა და შეშინებული რაც შეიძლება სწრაფად გაეცალა იქაურობას.

რუსული ძალები ასევე თავს დაესხნენ კიდევ ერთ უკრაინულ ქალაქ ზაპორიჟიას, სადაც ერთი მოქალაქე დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა.

ამავდროულად, რუსეთმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მიიტანეს იერიში  საარტილერიო ცეცხლითა და რაკეტებით  უკრაინელთა პოზიციებსა და სამიზნეებზე დონეცკის რეგიონის სამხრეთ ნაწილში.

კიევში კი უკრაინის დამცველთა დღის ცერემონიაზე, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკიც ესწრებოდა,  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავგანწირული მეომრების ხსოვნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend