მთავარიამერიკააშშდუმილის კედელი დარღვეულია - ახალი დეტალები P. Diddy-ს საქმეში

დუმილის კედელი დარღვეულია – ახალი დეტალები P. Diddy-ს საქმეში

ე.წ. „თეთრი წვეულებები”, რომლებიც რეალურად შავბნელი აღმოჩნდა: ტრეფიკინგი, პედოფილია და მსხვერპლთა ვრცელი სია. ამერიკელი ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენლის, პროდიუსერისა და რეპერის შონ კომბსის საქმე ყოველდღიურად უფრო მძიმდება. 3 ათასზე მეტი პირი მისი მხრიდან შევიწროებაზე საუბრობს.

მის წინააღმდეგ 100-ზე მეტი სარჩელი კი უკვე თითქმის მზადაა. 120 პირი შონ „დიდი” კომბსის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათგან 25 ამ პერიოდში არასრულწლოვანი იყო.

„გასართობი ინდუსტრიის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც თურმე არ ყოფილა ბევრისთვის საიდუმლო, საბოლოოდ გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი… დუმილის კედელი დარღვეულია. უამრავი მსხვერპლი არღვევს დუმილს. ჩვენს გუნდს დაუკავშირდა 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ
შონ კობსმა მათზე სხვადასხვა ფორმით იძალადა. გადამოწმების შემდეგ წარმოგიდგენთ იმ 120 პირის საქმეს, რომლებიც საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
ეს ჯგუფი თანაბრად იყოფა მამაკაცებად და ქალებად. ზუსტად 60 მამაკაცია და ამდენივე ქალი. 120 კაციდან უმრავლესობა აფროამერიკელია, 30% თეთრკანიანი, დანარჩენები კი აზიელები და ლათინო ამერიკელები არიან”, – ამბობს ტონი ბაზბი, დაზარალებულთა ადვოკატი.

შონ კომბსი თავის ადვოკატებთან ერთად, ჩანახატი სასამართლო დარბაზიდან, მანჰეტენის ფედერალური სასამართლო, ნიუ-იორკი, აშშ, 17 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Elizabeth Williams via AP

სავარაუდო დაზარალებულები არიან კალიფორნიიდან, ნიუ-იორკიდან, ჯორჯიიდან და კიდევ 22 შტატიდან. ყველაზე მცირეწლოვანი, რომელიც რეპერის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, ამბობს, რომ იმ დროს 9 წლის იყო. სამართალდამცველები ამბობენ, რომ დანაშაული 25 წელზე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ამიტომ, სავარაუდო მსხვერპლთა სია მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს.

„დანაშაული ძირითადად შონ დიდი კომბსის მიერ მოწყობილ წვეულებებზე ხდებოდა. მომჩივანთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ კომბსის მიერ მოწყობილ წვეულებებზე აუპატიურებდნენ როგორც ზრდასრულებს, ასევე არასრულწლოვანებს. ამბობენ იმასაც, რომ სტუმრებისთვის სასმელში გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერებას ურევდნენ და მათ საკუთარ თავზე კონტროლს აკარგვინებდნენ. დაზარებულთაგან რამდენიმე ათეული დამწყები მუსიკოსი იყო, რომლებმაც კომბსთან მუსიკალურ ინდუსტრიაში მოსახვედრად შესარჩევი გასაუბრება გაიარეს. ინდუსტრიაში მოხვედრის მსურველ ახალგაზრდებს ხშირად აიძულებდნენ სექსუალური ტიპის ქმედებებს და ჰპირდებოდნენ, რომ თუ კომბსის სურვილს დაემორჩილებოდნენ, ის მათ ნამდვილ ვარსკვლავებად აქცევდა. მამაკაცი, რომელზეც 9 წლის ასაკში იძალადეს, სწორედ ამ ამბავს იხსენებს”, – ამბობს ტონი ბაზბი, დაზარალებულთა ადვოკატი.

16 სექტემბერს ნიუ-იორკში ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი შონ კომბსი დააკავეს. მუსიკოსს სექსტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კომბსი მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიებისთვის, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებისა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით ორგანიზებისთვის იყენებდა.

სხვადასხვა ცნობით, მის წვეულებებზე სტუმრებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი სჭირდებოდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend