მთავარიმსოფლიოასტრონომები 3000 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის აფეთქებას ელიან

ასტრონომები 3000 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის აფეთქებას ელიან

ასტრონომები ელიან T Coronae Borealis-ს, ვარსკვლავს, რომელიც ჩვენგან 3000 სინათლის წლით არის დაშორებული და რომელიც  80 წლის განმავლობაში პირველად აფეთქდება.

ასტრონომები აკვირდებიან ვარსკვლავებს შორის ბნელ ადგილს, სადაც ვარსკვლავური ამოფრქვევა ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს. T Coronae Borealis, იგივე Blaze Star, ორვარსკვლავიანი სისტემაა, რომელიც დედამიწიდან 3000 სინათლის წლითაა დაშორებული.

ამ სისტემაში არის თეთრი მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც ახლომდებარე უძველესი წითელი გიგანტური ვარსკვლავისგან წნევასა და სითბოს იღებს.

ენერგიის გადაცემა საბოლოოდ გამოიწვევს თერმობირთვულ აფეთქებას, რომელიც დაახლოებით ყოველ 80 წელიწადში ერთხელ ხდება. “ნოვა” – ანუ ახალი ვარსკვლავი, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იქნება, სანამ ის ისევ სიბნელეში გაეხვევა.  ეს არ არის სუპერ ნოვას აფეთქება, ან ვარსკვლავის სიკვდილი, რადგან მკვდარი ან ჯუჯა ვარსკვლავი უვნებელი რჩება შემდეგ ციკლში, რომელიც ათობით ან ასობით ათასი წლის განმავლობაში განმეორდება.

„მოვლენა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება,  მოიზიდავს უამრავ ახალ ასტრონომს. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, კოსმოსურ მოვლენას  თავად  დააკვირდნენ, დასვან კითხვები და შეაგროვონ მონაცემები“, – განაცხადა დოქტორმა რებეკა ჰუნსელმა, NASA-ს ერთ-ერთმა მკვლევარმა.

ეს მოვლენა მოტივაციას მისცემს მეცნიერთა მომავალ თაობას 1946 წელს ვარსკვლავი, სანამ ამოიფრქვეოდა, მცირე დროის განმავალობაში, რამდენიმე თვით, დაბნელდა, 2023 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ, ცვალებადი ვარსკვლავების დამკვირვებელთა ამერიკულმა ასოციაციამ (AAVSO), გამოაცხადა, რომ აფეთქება შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს.

ნასას ასტრონომები აფეთქებას 2024 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა. „ევრონიუსმა“ ვარსკვლავების აფეთქებასთან დაკავშირებით ნასას მიმართა, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მოსულა.

Blaze Star-ის ამოფრქვევას, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ტელესკოპ INTEGRAL-ის გარდა, დააკვირდებიან NASA-ს გამა გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპით – „ფერმითაც“, რომელიც ამჟამად დედამიწის დაბალ ორბიტაზეა.

NASA-ს გოდარდის ასტრონაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ელისაბედ ჰეისის თქმით,  კოორდინირებული მიდგომა ნიშნავს, რომ ასტრონომები მსგავსი ვარსკვლავების აფეთქების შესწავლას სხვადასხვა კუთხიდან შეძლებენ.

„როგორც წესი, ასეთი მოვლენები ძალიან სუსტია და შორს არის, ამიტომ რთულია,  იმის გარკვევა, თუ სად არის კონცენტრირებული ამოფრქვევის ენერგია“, – აღნიშნა ჰეისმა.

თუმცა ამჯერად ეს ყველაფერი ჩვენთან ახლოს ხდება. მას ბევრი ადამიანი დააკვირდება. ისინი შეისწავლიან სხვადასხვა სიხშირეს და იმედია, მოგვცემენ მონაცემებს, რათა დავიწყოთ სტრუქტურისა და კონკრეტული პროცესების უკეთ შესწავლა. ყველას ერთი  სული გვაქვს, როდის მივიღებთ სრულ ინფორმაციას ამ მოვლენის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend