თბილისის ზღვაზე არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მოეწყო პერფორმანსი სახელწოდებით „მემკვიდრეობის ტრანსფორმაცია: ნისლის დამჭერი ობელისკი“.
შვეიცარიელი ავტორების მიერ შექმნილი ინსტალაცია დამჭერია საბჭოთა კავშირის დროინდელ ორ ობელისკს შორის დამონტაჟებული ცილინდრული ნისლის, რომელიც ჰაერიდან წყლის წვეთებს აგროვებს.
ერთ-ერთი ავტორის თქმით, ამ ნაგებობას დღის განმავლობაში 200 ლიტრი წყლის წარმოქმნა შეუძლია.
ინსტალაციის შემქმნელების მიზანია წყალსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ახალი მიდგომების შექმნა და არქიტექტურის როლის გადააზრება ეკოლოგიური ბალანსის კონტექსტში.
„ჩვენ შვეიცარიელი არქიტექტორების ჯგუფი ვართ, სახელად „ქოლექტივ ქსენია”. საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედით, სპეციალურად თბილისის არქიტექტურის ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად. ამ ნაგებობის მთავარი დანიშნულება წყლის შეგროვებაა. ჩვენი დღევანდელი ინსტალაციის მთავარი სიმბოლო ეს ორი ობელისკია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს მიტოვებული საირიგაციო სისტემაა. ვეცადეთ, რომ ჩვენი ფუტურისტული ინფრასტრუქტურით ამ ადგილისთვის ძველი დანიშნულება დაგვებრუნებინა, ოღონდ სხვა, უფრო ნაზი და სადა ფორმით. ეს გახლავთ ნისლის დამჭერი აპარატი, რომელიც ჰაერიდან წყლის წვეთებს აგროვებს და 24 საათის განმავლობაში 200 ლიტრი წყლის გამომუშავება შეუძლია”,- ამბობს რომეინ იფი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი.