პი დიდის, იგივე შონ კობსის დაკავება ნამდვილი სკანდალია ჰოლივუდში, რის გამოც სოციალურ ქსელებში უკვე რამდენიმე დღეა ეს განხილვის მთავარი თემაა.
გამოძიების ცნობით, პი დიდი აწყობდა წვეულებებს სახელად “ფრიკ ოფს“, რომელზეც იღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხშირად მონაწილეების ნების საწინააღმდეგოდ და შემდგომ სექსუალურ აქტებს ვიდეოკამერაზე იღებდნენ შემდგომი შანტაჟის მიზნით.
პი დიდი გარდა იმისა, რომ იყო რეპერი და პროდიუსერი, ის 2000-იანების დასაწყისში იყო ასევე, ჰოლივუდში „სელებრითებისთვის” განკუთვნილ ე.წ. “ვაით ფართის” ორგანიზატორი, რომელზეც არაერთხელ გაკეთებულა გადაცემა, სადაც გადაღებულ ფოტოებზე ჩანან არტისტები და მომღერლები, მათ შორის იყვნენ, ჯეი ზი, ბიონსე, ლეონარდო დიკაპრიო, ეშტონ კაჩერი, აშერი, ჯენიფერ ლოპესი და ა.შ.
სოცქსელში გავრცელა სია, რომელზეც ჩამოთვლილია ვარსკვლავები ვინც არის ნამყოფი “ვაით ფართიზე“, თუმცა ძალიან ბევრმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ეს არის კონკრეტულად იმ ვარსკვლავების სია, რომლებიც ესწრებოდნენ ე.წ. “ფრიკ ოფ” წვეულებას, სადაც ხდებოდა რეალურად დანაშაული.
არანაირი სია “ფრიკ ოფ” წვეულების მონაწილეებისა არ არსებობს, არც FBI-ს და არც პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდებზე. ეს სია არის შედგენილი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ვინც ე.წ. ვაით ფართიზე, ანუ საჯარო წვეულებაზეა ნამყოფი.
იყო თუ არა რომელიმე მათგანი თანამონაწილე დახურული, “ფრიკ ოფ” წვეულებების ან გამხდარა თუ არა პი დიდის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ჯერჯერობით არც ერთ ცნობილ ადამიანს ამის შესახებ არ ულაპარაკია საჯაროდ და არც საგამოძიებო უწყებები ახსენებენ მათ.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი „სელებრითი” შეიძლება არ იღებდა ძალადობაში მონაწილეობას, ამის შესახებ ინფორმაციის დამალვაც დიდი დანაშაულია.
სკანდალთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად ფოტოშოპსაც იყენებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც თითქოს პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი პოზირებს პი დიდისთან ერთად 2001 წელს. ეს ფოტო გაავრცელეს იქსზე და ტიკტოკზეც, იმ კონტექსტით, რომ კამალ ჰარისი დიდის წვეულებების მონაწილე იყო.
ეს ფოტო არის გაყალბებული და ამის აღმოჩენა შესაძლებელია მარტივად, გუგლის საპირისპიროდ ძებნის, იგივე Reverse Image Search-ის გამოყენებით, რაც საშუალებას მოგვცემს ვიპოვოთ მსგავსი ან ზუსტად იგივე ფოტო რომელიც ინტერნეტში მანამდე დევს. ვნახავთ, რომ პი დიდის სახე ხელოვნურად ჩასმულია და სინამდვილეში კამალა ჰარისი ფოტოს იღებს 90-იან წლებში ამერიკაში პოპულარული გადაცემის წამყვანთან, მონტელ უილიამთან.
ფართოდ განიხილება ასევე პი დიდის და ჯასტინ ბიბერის შეხვედრის ისტორიაც. როგორც ცნობილია, ჯასტინ ბიბერმა პი დიდი გაიცნო ჯერ კიდევ მაშინ როდესაც იყო არასრულწლოვანი. დღეს ფანები ცდილობენ გაანალიზონ მათი ურთიერთობა და გამხდარა თუ არა ჯასტინ ბიბერი პი დისის მხრიდან შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი. ინტერნეტში ცირკულირებს ძველი კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ატარებს ზრდასრული პი დიდი არასრულწლოვან ბებერთან დროს.
ბიბერს საჯაროდ პი დიდისთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, თუმცა ფანები ცდილობენ ბიბერის სხვადასხვა ინტერვიუებითა და მისი სიმღერის ტექსტებით გაანალიზონ, თუ რისი თქმა სურდა არტისტს. რა თქმა უნდა, მუსიკალური ტექსტის ინტერპრეტირება არ არის დეზინფორმაცია, თუმცა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია და შემდგომ მისი ნამდვილად გასაღება არის დეზინფორმაცია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მუსიკალური კომპოზიცია რომელშიც თითქოს ბიბერი ახსენებს დიდით წვეულებას. მაგალითად, მასში ისმის ფრაზა „დავკარგე საკუთარი თავი დიდის წვეულებაზე“ – მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს სიმღერა ნამდვილია. მას ვერ ნახავთ ვერცერთ სტრიმინგ სერვისზე და ვერც ბიბერის ოფიციალურ არხებზე. სხვადასხვა მედიამ, მათ შორის “სი ბი ეს ნიუსმაც“, AI-ს ექსპერტთან ერთად ჩანაწერი გააანალიზა, რომლის მიხედვითაც ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დიდი ალბათობით, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.