UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 29 სექტემბერს, ჩამოფრინდა და ფილარმონიასთან შეკრებილ ქართველ გულშემატკივარს შეხვდა.
15 სექტემბერს გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
დღეს, 30 სექტემბერს, ქართველმა „მანქანამ” მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მილიონ ლარს, სრულად მოვახმარ საქართველოში MMA-სა და სპორტის განვითარებას.
ვცდილობ, რომ ქართველი ვიყო, როგორც თქვენ. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ჩემპიონი.