მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში ქვანახშირზე მომუშავე უკანასკნელი ელექტროსადგური მუშაობას წყვეტს

ბრიტანეთში ქვანახშირზე მომუშავე უკანასკნელი ელექტროსადგური მუშაობას წყვეტს

30 სექტემბერს შუაღამისას ინგლისში მდებარე ქვანახშირის ელექტროსადგური გაჩერდება. ეს იქნება 142-წლიანი ისტორიის დასასრული.

მსოფლიოში ქვანახშირზე მომუშავე პირველი ელექტროსადგური სწორედ ლონდონში გაიხსნა, ჯერ კიდევ 1882 წელს. ეს სადგური კი მოგვიანებით, 1968 წელს, გახსნეს და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდნენ ელექტროენერგიას ქვანახშირიდან.

ქვანახშირის ელექტროსადგური ნოტინგემში, ინგლისი, 29 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Rui Vieira

ახლა გაერთიანებულ სამეფოში 2030 წლისთვის ემზადებიან და იმედი აქვთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანა მთელ ენერგიას განახლებადი წყაროებიდან მიიღებს.

დღევანდელი დღის შემდეგ ბრიტანეთი იქნება დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის პირველი, რომელმაც ქვანახშირის მოხმარება ეტაპობრივად შეამცირა. თუმცა ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, ბელგიამ და შვედეთმა დიდ ბრიტანეთამდე მოახერხეს ეს.

ამ სადგურის დახურვას ეპოქის დასასრულად აფასებენ გაერთიანებულ სამეფოში. ამბობენ, რომ შესაძლოა ქვანახშირის ეპოქა დასრულდა, თუმცა დიდი ბრიტანეთისთვის ახლა განახლებადი ენერგიის ხანა იწყება.

დღეს ბრიტანეთის ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი განახლებადი წყაროებიდან მიიღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend