მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის  ომის შედეგების სურათების გამოყენებას. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საუბარია “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაზე, სადაც საარჩევნო ბანერებზე რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებს ფოტოებია დაბეჭდილი წარწერით – “არა ომს, აირჩიე მშვიდობა.”

უკრაინული მხარე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.

“ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია” – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend