მთავარისაქართველო„ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სია გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სია გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. სიაში 170 დეპუტატობის კანდიდატია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რეალისტური მოლოდინია და ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში „გრძელი სია“ წარადგინა.

პირველი ოცეულის გარდა, რომელიც პარტიამ 10 სექტემბერს წარადგინა, „ქართული ოცნების” „გრძელ სიაში” მოხვდნენ: აკაკი ალადაშვილი, არჩილ ბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ზაურ დარგალი და სხვა კანდიდატები.

„ოცეული წარვადგინეთ. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით… ასე დაკომპლექტდა 50-მდე. შემდეგ არის „ხალხის ძალის“ ის ხუთი დეპუტატი, რომლებიც არ არიან ოცეულში და არ არიან 30 დელეგატში. 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომლებიც რჩება უმრავლესობაში, ქალბატონი ირმაც, რიმაც, ირაკლი ზარქუა და ასე შემდეგ და ეს სია არის 93-მდე. ხოლო 93-დან არის ყველა ახალი სახე, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი შემდეგი ოცეული.

120-მდეც არიან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაგრამ 120-ის შემდეგ ჩვენი 50 ახალგაზრდაა – ძალიან ღირსეული ადამიანები.

ერთი დეპუტატი მეორემდე ჩაიწერა არა მისი ინდივიდუალური ნიშნით, არამედ გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით, ასევეა 93-დან. მათ ამ დღეებში გაიცნობთ. ღირსეული ადამიანები არიან, მიხარია, რომ ასეთი ხალხი მოხვდა სიაში. დარწმუნებული ვარ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან. შესაბამისად, მათ წინასწარვე წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend