მთავარიმსოფლიოგერმანიაში ასტრონავტებისთვის მთვარის ზედაპირის სიმულატორი გახსნეს

გერმანიაში ასტრონავტებისთვის მთვარის ზედაპირის სიმულატორი გახსნეს

ეს გიგანტური ოთახი კოსმოსურ ტექნოლოგიაში ერთ-ერთ გარდამტეხ სიახლეს წარმოადგენს. მალე მას 900 ტონამდე ქვიშითა და სხვადასხვა სახეობის ქვით გაავსებენ იმისთვის, რათა მთვარეზე არსებულ გარემოს დაამსგავსონ. ქალაქ კელნში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოსული ასტრონავტები მთვარის მომდევნო მისიისთვის მომზადებას შეძლებენ.

„ეს ოთახი უნიკალურია, რადგან აქ ყველაფრის ნახვა შეიძლება, რის პოვნასაც მთვარეზე მოახერხებთ. ჩვენ გვაქვს მთვარის მშვენიერი ქვიშაც, რომლის შესუნთქვა საშიშია ისევე, როგორც ეს საშიშია თქვენი აღჭურვილობისთვის. ამრიგად, თქვენ მთვარეზე ქცევის წესები უნდა ისწავლოთ. აგრეთვე, გვაქვს ქვები, რომლებიც თითქმის იდენტურია მთვარის ქვებისა“, – ამბობს მათიას მაურერი, ასტრონავტი.

2026 წლისთვის ამ დაწესებულებას მთვარის მიზიდულობის სიმულაციის საშუალებაც ექნება. კიდევ ერთი ამაღელვებელი სიახლე ისაა, რომ აქ განთავსდება სიმულაციური ბაზა, რათა მთვარის ხანგრძლივი მისიებისთვის ვარჯიშები ჯერ ამ ოთახში ჩატარდეს. იგეგმება მთვარისთვის დამახასიათებელი სიკაშკაშის დაყენებაც.

„როგორც ხედავთ, აქაური განათება განსაკუთრებულია, უნიკალური. მთვარეზე ატმოსფერო არ არის. შესაბამისად, იქ სიბნელესა და სინათლეს შორის მკვეთრი კონტრასტია. ადამიანები, რომლებმაც ეს გამოცადეს, გეტყვიან, რომ ამის ცქერა დიდი გამოწვევაა. ეს არ არის ის, რის ყურებასაც მიჩვეული ვართ“, – ამბობს სამანტა კრისტოფეტი, ასტრონავტი.

ინფრასტრუქტურა მწარმოებლებისთვისაც ხელსაყრელია. მათ საშუალება ექნებათ, შესაბამისი აღჭურვილობის გამძლეობა ამ ექსტრემალურ გარემოში გამოცადონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვსურს, ხარვეზები დედამიწაზევე გამოვავლინოთ, სანამ მთვარეზე მოხდება ეს. ჩვენ გვინდა შევამოწმოთ ყველაფერი აქ, ამ ექსტრემალურ გარემოში, რათა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ტექნიკა, რამდენად ეფექტურად შეგვიძლია დავალებების განაწილება ასტრონავტებისთვის, ასევე, რობოტებსა და სხვა ჯგუფებზე. რაც მთავარია, ჩვენ გვსურს ეს გამოცდები რაც შეიძლება მეტად რეალისტურ გარემოში ჩატარდეს“, – აცხადებს იურგენ შლუტსი, „ლუნა“-ს პროექტების მენეჯერი.

პროექტი ათი წლის წინ შეიქმნა და დიზაინერებს ერთადერთი მიზანი ჰქონდათ: ასტრონავტებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, რომ მათ მთვარეზე ფეხი უკვე დადგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend