მთავარისაქართველოევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზა დასრულდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზა დასრულდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზა დასრულდა და შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პროგრამა 2019 წელს დაიწყო, მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში გააუმჯობესოს ქალების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველთა დასაქმება.

პროგრამა მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური დაძმობილების მხარდაჭერასა და საგრანტო კომპონენტებს. პროგრამის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი.

„პროგრამა საქართველოს მოსახლეობას ეხმარება საჭირო უნარების განვითარებასა და შრომის ბაზარზე არსებულ საჭიროებებთან მათ მისადაგებაში. ეს შესანიშნავი და ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა. პროგრამა ძირითად მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. პროგრამა მათ დაეხმარა განევითარებინათ შესაბამისი უნარები. პროგრამის შედეგად დაახლოებით 1700 ბენეფიციარი დასაქმდა. ტრენინგი კი 6500 ადამიანს ჩავუტარეთ. ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ კოდირებისა და მეწარმეობის კლუბები. ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც ევროკავშირის მთავარი მიზნების დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარების ნაწილია, განსაკუთრებით კი ინკლუზიურ განვითარების.

ეს ჩვენი სამაგალითო პროექტია, რითაც ძალიან ვამაყობთ. თუმცა, როგორც ევროკომისიაში განაცხადეს საქართველოს გაწევრების პროცესი ამჟამად შეჩერებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია გადახედავს ყველა სახის დახმარების პროექტს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ურთიერთობების გადახედვის პროცესის შედეგად, რაც ქვეყანაში მიმდინარე ძალიან სამწუხარო მოვლენებმა გამოიწვია, მსგავს პროექტებს ვეღარ დავაფინანსებთ“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend