მთავარისაქართველო„ფედერალისტები” არ მიიღებენ მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

„ფედერალისტები” არ მიიღებენ მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

დღეს, 25 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ფედერალისტები არ მიიღებენ მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

პარტიის განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ფედერალისტები ურჩევენ მომხრეებს, არჩევნებზე წავიდნენ და მხარი დაუჭირონ ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.

განცხადებაში წერია, რომ ფედერალისტების გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend