მთავარიმსოფლიოჯოზეფ ბორელი: ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება შესაძლოა, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს

ჯოზეფ ბორელი: ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება შესაძლოა, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელსა და ლიბანის „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევისკენ გზა იწყება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით.

„უნდა ითქვას, რომ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. ყველაზე ცუდი მოლოდინები რეალობად იქცევა და ამიტომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, რადგან მიმდინარე კონფლიქტი სერიოზული საფრთხეა მთელი რეგიონისთვის“, – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

ბორელმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზეც და შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ რუსეთი ზამთრის დადგომამდე უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეცდება.

„უკრაინის მხარდასაჭერად ევროკომისიაში წინანადება წამოვაყენეთ, რათა 35 მილიარდი ევრო მხოლოდ უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერისთვის შეგვეგროვებინა და ეს მხარდაჭერა უნდა მოხდეს ერთდროულად, რადგან არ აქვს აზრი დღეს ელექტროენერგიის გენერატორის მიწოდებას, თუ ის ხვალ უნდა განადგურდეს“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ბორელმა მოიწონა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში არსებული საბრძოლო მარაგების წარმატებით განადგურება და აღნიშნა, რომ G7-ის სამიტზე ისინი განიხილავენ უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend