მთავარისაქართველოსაქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოში წინასაარჩევნოდ საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად 23-24 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს.

ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლები განცხადებას გააკეთებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend