საფრანგეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი იმედგაცრუებას გამოხატავს ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია ახალი მთავრობის საქმიანობის შეფასება. როგორც ცნობილია, მანდატების უმეტესობა მემარცხენე კოალიციამ მოიპოვა, თუმცა ახალ მთავრობაში მაინც ცენტრისტები და კონსერვატორები ჭარბობენ.
სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ აგრობაზარში, ადგილობრივები იმედგაცრუებას გამოხატავენ საფრანგეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების გამო. ივნისსა და ივლისში გამართული არჩევნების შედეგად მანდატების უმეტესობა მემარცხენე კოალიციამ მოიპოვა, თუმცა ახალ მთავრობაში ცენტრისტები და კონსერვატორები ჭარბობენ.
მოქალაქეების თქმით, ხელისუფლებაში იგივე ადამიანები არიან. მართალია, არჩევნებში მემარცხენეებმა გაიმარჯვეს, თუმცა, მთავრობაში მათგან, ფაქტობრივად, არავინაა. მათი აზრით, მაკრონი იმას აკეთებს, რაც სურს.
ზოგი სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს და ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია ახალი მთავრობის საქმიანობის შეფასება.
თუ ისინი ერთად შეიკრიბებიან და საფრანგეთს სწორი მიმართულებით წაიყვანენ, ეს ყველასთვის ძალიან კარგი იქნება.
არჩევნებში მისი პარტიის ცუდი შედეგების მიუხედავად პრემიერ-მინისტრად ბარნიე დასახელდა.
საფრანგეთის ახალი მთავრობა არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ ჩამოყალიბდა. შეიქმნა პარლამენტი, სადაც არავის ჰქონდა უმრავლესობა. ამან კი ქვეყანაში არსებული ფინანსური და დიპლომატიური გამოწვევების ფონზე პოლიტიკური უთანხმოება გამოიწვია.