მთავარიევროპაუკრაინარუსების მიერ ხარკივზე თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა

რუსების მიერ ხარკივზე თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკივზე. დაშავდა 21 მოქალაქე. თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა და შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი. მომხდარი დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავდროულად, რუსეთის ბელგოროდის რეგიონზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად 10 მოქალაქეა დაჭრილი.

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკივში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე მიტანილი იერიშის შედეგად 21 მოქალაქე დაიჭრა.

შემთხვევის ადგილიდან 60-ამდე მოქალაქე გაიყვანეს, რადგან 16 და 9-სართულიანი კორპუსები სერიოზულადაა დაზიანებული. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო, ხარკივი ხშირადაა ოკუპანტების სამიზნე.

ხარკივის მცხოვრები ძაღლით ხელში დგას რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებულ მანქანასთან, 22 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Ukrainian National Police via AP

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო თავდასხმა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების აუცილებლობაზე.

კვირას რუსეთმა დრონების გამოყენებით მორიგი თავდასხმა განახორციელა ენერგოსექტორზე უკრაინის ცენტრალური პოლტავის რეგიონსა და ჩრდილოეთის ქალაქ შოსტკაში. რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინელთა მიერ ბელგოროდის რეგიონის დაბომბვის შედეგად 10 ადამიანია დაჭრილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend