ტელეკომპანია NBC-იმ ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 5 პროცენტით უსწრებს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.
კვლევის თანახმად, 1 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48%-მა დადებითად შეაფასა ჰარისი, ივლისში ეს მაჩვენებელი 32% იყო. ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ დადებითად არის განწყობილი მის მიმართ, ივლისში ეს მაჩვენებელი 38% იყო.
NBC-იმ ეს გამოკითხვა 13-17 სექტემბერს ჩაატარა და ცდომილება მხოლოდ და მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა გამოკითხვა მიუთითებს, რომ 5 ნოემბერს დაგეგმილ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს შორის დაძაბული ბრძოლა იქნება.