37 წლის მოკლული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ, 22 სექტემბერს, ვაკის კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირი 19 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
სასამართლომ ბრალდებულს 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.