მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავში მოქალაქეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავში მოქალაქეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ შეხვედრა მოსახლეობასთან გრძელდება. გუშინ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული ღონისძიება რუსთავში გაიმართა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და განაცხადეს, რომ არჩევნებთან ერთად ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა.

„საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელ წარსულს. ყველას გახსოვთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას უსამშობლო ადამიანების ჯგუფი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ ადამიანებმა თავი დაგვამახსოვრეს სისხლიანი ავტორიტარიზმით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის ტერორით, ტელევიზიების მიტაცებით, საქართველოს ისტორიული რეგიონების დაკარგვითა და მრავალი სხვა დანაშაულით, რომლებზეც მათ პასუხი ჯერ სრულად არ უგიათ. დაუსჯელობის გამო ისინი 12 წლის მანძილზე ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთას და არ ასვენებდნენ ამ ქვეყანას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. მან განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ის საკვანძო საკითხია, რომელმაც აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან.

„სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend