21 და 22 სექტემბერს, დედა ენის ბაღში, სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი” გაიმართება. ფესტივალზე არაერთი სპორტული დისციპლინა იქნება წარმოდგენილი. მათ შორის: ფეხბურთი, კალათბურთი, გოჯუ რიუ, რაგბი, პადელი, ტექ.ბოლი, ჰოკეი, მთის სპორტი, ფარიკაობა და სხვა.
„სპორტფესტის” მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი სპორტული ორგანიზაცია და დაინტერესებული ადამიანი.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „სპორტფესტის” დამფუძნებელმა რეზი პეტრიაშვილმა და ფარიკაობის ფედერაციის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თიკა ყამარაულმა ისაუბრა.