მთავარიევროპაუკრაინარუსმა სამხედროებმა კურსკის რაიონში სოფელ სნაგოსტზე კონტროლი დაიბრუნეს

რუსმა სამხედროებმა კურსკის რაიონში სოფელ სნაგოსტზე კონტროლი დაიბრუნეს

რუსეთმა დაიბრუნა კონტროლი კურსკის რაიონის სოფელ სნაგოსტზე. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსული ძალები უკრაინულ ჯარებს რეგიონში 6 აგვისტოდან ებრძვიან, როცა უკრაინელები იქ მოულოდნელად შეიჭრნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი კურსკის რეგიონში რუსული ჯარების კონტრშეტევასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკში უკრაინის ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს დეტალური ინფორმაცია აქვთ საოკუპაციო არმიის რიგებში, რუსეთის ტერიტორიასა და მოსახლეობაში არსებულ ვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ რუსული სახელმწიფო პროპაგანდა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბრძოლები ჯერ არ შეხებია უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებულ რაიონულ ცენტრ სუჯას. ოფიციალური მონაცემებით, სასაზღვრო რაიონებიდან 130 ათასზე მეტი მცხოვრები გაიყვანეს. რამდენი ადამიანი რჩება უკრაინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, უცნობია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, ჯარისკაცების შემადგენლობა 180 000-ით გაზრდილიყო. უკრაინის მხარე აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო პერსონალის დეფიციტი უკრაინის კურსკში შეჭრისა და წარმატების ერთ-ერთი მიზეზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend