კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ უარის მიუხედავად გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მაინც გეგმავენ.
პარტიაში „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი გეგმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ არ შეცვლილა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასსა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა და შეთანხმება უნდა შედგეს.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება.