მთავარისაქართველოორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა ‌

ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა ‌

ორბელიანების სასახლეში დასრულდა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა. როგორც შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, გაერთიანების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

„ჩვენ შევხვდით პირისპირ და ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე და მას ემუქრება ძალიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება – ან რუსული, ან ჩვენი, თავისუფალი ევროპული არჩევანი. ვისაუბრეთ ამ თემებზე. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. შევთანხმდით ერთ რამეზე, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სრულად მოვბილიზდეთ, რათა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. ასევე ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნდეს.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია გამოხატულია. აქ არაფერი საიდუმლო არაა. ხაზარაძემ ითხოვა დრო, რადგან როგორც ჩანს, მან რაღაცები უნდა შეათანხმოს. ამიტომ გადაიდო… ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია. ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი ჩვენი მოღვაწეობის ყოველ დღეს სახელმწიფო ინტერესებს ვაყენებდით ჩვენს პირადსა და პარტიულ ინტერესებზე მაღლა… ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე“, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას „გახარია-საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend