მთავარისაქართველოსახელმწიფო კომპანია კახეთში საფერავის ჯიშის ყურძენს გაზრდილ ფასად ჩაიბარებს

სახელმწიფო კომპანია კახეთში საფერავის ჯიშის ყურძენს გაზრდილ ფასად ჩაიბარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოიყოფა დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს რამდენიმე ადგილას ლარ-ნახევრად ჩაიბარებს. მისი თქმით, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ მათი გუნდის ერთ-ერთი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეორე კი – სიღარიბის აღმოფხვრაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend