მთავარისაქართველოევროკავშირისა და USAID-ის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში შეხვედრები გამართეს

ევროკავშირისა და USAID-ის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში შეხვედრები გამართეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში ჯონ პენელმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და USAID-ის პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან რეალურ შედეგებს იძლევა. კახეთში ჩვენი ერთობლივი ვიზიტი გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თვალით დავინახოთ ჩვენი ხელშეწყობის შედეგები და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მდგრადია და დადებითად აისახება რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენთვის დიდი პატივია USAID-თან თანამშრომლობა, რადგან ერთად შეგვაქვს წვლილი საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.

წარმომადგენლობების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მთავარი მიზანია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend