ვენეციის წლევანდელ, 81-ე კინოფესტივალზე რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილმა“ ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. 1990-იანი წლების შემდეგ „აპრილი“ პირველი ქართული ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი.
ვენეციაში „აპრილის“ პრემიერაზე რეჟისორთან ერთად იმყოფებოდნენ მთავარი როლის შემსრულებლები: ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი. ფილმი „აპრილი“ გვიამბობს მეან-გინეკოლოგ ქალ ნინაზე, რომელიც თანასოფლელ ქალებს არალეგალურად უკეთებს აბორტს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ია სუხიტაშვილმა ისაუბრა.