მთავარიევროპაუკრაინაპრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უკრაინის ახალი მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უკრაინის ახალი მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უკრაინის ახალი მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ენერგეტიკა, განათლება და თავდაცვა – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც უკრაინის პრემიერმა გაამახვილა ყურადღება. როგორც ცნობილია, 2022 წლის შემდეგ უკრაინის მთავრობაში ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიგეგმა.

ენერგეტიკა, განათლება და თავდაცვა – ეს ახალი მთავრობის საქმიანობის ის პრიორიტეტებია, რომელთა შესახებაც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვა და თავდაცვის საშუალებები. მისი თქმით, ამ მხრივ, მთავარი ამოცანა შეიარაღების წარმოება, დაფინანსება და თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაა. ისინი რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციასთან ერთად შეიარაღებულ ძალებს უკვე დაეხმარნენ მესამე თავდაცვითი ხაზის ფორტიფიკაციების მშენებლობაში. დენის შმიჰალის განცხადებით, პროექტი დასრულებულია. წელსა გამოიყო მნიშვნელოვანი თანხა, დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა, თავდაცვის მესამე ხაზზე სამხედრო ნაგებობების მშენებლობისთვის.

უკრაინა კიდევ ერთი მძიმე ზამთრისთვის ემზადება. სამოქალაქო ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. შმიჰალის თქმით, მთავრობა მუშაობს სექტორის დეცენტრალიზაციაზე, პირველ რიგში კი, ხარკივის არეალში. რუსებმა ხარკივსა და მის გარშემო თითქმის სრულად გაანადგურეს ყველა თბოელექტროსადგური, რომლებიც რეგიონს ამარაგებდნენ, ამიტომ ხელისუფლება შემოიტანს პატარა, ერთმეგავატიან მობილურ ბოილერებს.

2022 წლის შემდეგ უკრაინის მთავრობაში პირველადაა მასშტაბური სამთავრობო ცვლილები. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ზელენსკი მინისტრთა კაბინეტის ათამდე წევრის შეცვლას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend