მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს

სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო დოკუმენტის გაფორმებას. „არმენპრესის” ინფორმაციით, ფაშინიანი აღნიშნულ საკითხს ფორუმზე „ერევნის დიალოგი“ ისაუბრა. მისივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული სამშვიდობო შეთანხმების 13 მუხლი შეთანხმებულია და მისი მიზანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებაა. ფაშინიანის განმარტებით, აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული, სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხოება სომხურმა მხარემ უნდა დაიცვას. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ბაქოს სთავაზობს, შეიქმნას დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ ტოკაევსა და აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისუბრეს. ყაზახურმა მხარემ დაადასტურა, რომ ასტანა მზადაა, უმასპინძლოს ორ ქვეყანას შორის დიალოგის წარმოებას.

„შეგვიძლია მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები. ეს განცხადება გავაკეთეთ საჯაროდ და ოფიციალურად და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, პირადად ჩემი მზადყოფნა, რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ხელი მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებულ ტექსტს… ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სამშვიდობო დოკუმენტის 80 პროცენტი შეთანხმებულია. ამის შესახებ იყო განცხადებები სხვადასხვა პლატფორმაზე. მინდა განვმარტო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. სამშვიდობო დოკუმენტის პროექტის ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, პროექტის 13 მუხლი და პრეამბულა შეთანხმებულია, ხოლო კიდევ სამი მუხლი, რომელიც ძირითადად ორი წინადადებისგან შედგება, ნაწილობრივ. უფრო ობიექტურები რომ ვიყოთ, ამ მუხლებში ერთი მუხლი შეთანხმებულია, მეორე – არა… უნდა შეიქმნას ფუნდამენტური დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე, მით უმეტეს, რომ ეს წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთი შეთანხმებულ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც ორივე მხარეს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მისცემს შესაძლებლობას გააგრძელონ დისკუსია ერთობლივი მექანიზმით”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend