ნიდერლანდებმა უკრაინას ნება დართეს მათ მიერ მოწოდებული შეიარაღებით რუსეთის სიღრმეში სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანოს. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის ავტორიტეტიანი გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინეზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას.
უკრაინული და გერმანული გამოცემები ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრის, რუბენ ბრეკელმანსის ინტერვიუს აქვეყნებენ, სადაც დასავლელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით კიევს ამის სრული უფლება აქვს.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია შეუტიოს იმ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, საიდანაც მას თავს დაესხნენ. აქვე აღნიშნა რომ, ეს ნებართვა ეხება ეფ-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებსაც, რომელიც ნიდერლანდებმა უკრაინას გადასცა და დასავლური ქვეყნების ლიდერებს მსგავსი ნაბიჯისკენ მოუწოდა.