მთავარისაქართველო„გამარჯვებას ველით” - ქართველი ქომაგები ტირანიდან

„გამარჯვებას ველით” – ქართველი ქომაგები ტირანიდან

სულ ცოტა დრო რჩება ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის დაწყებამდე. ტირანაში კი უკვე ჩავიდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები, მატჩისთვის ემზადებიან ალბანეთში მცხოვრები ქართველებიც. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები მატჩამდე ქალაქში შეკრებას გეგმავენ და შემდეგ სტადიონზე ერთად წასვლას… ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ალბანეთში, ქალაქ ტირანაში, მყოფ ქომაგებს, რომლებმაც ემოციებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ გავიმარჯვებთ. ყველამ იცის, რომ როდესაც სხვა ქვეყანაში თამაშობ და სტადიონი სავსეა და დღესაც მთელი სტადიონი იქნება სავსე, უმრავლესობაში იქნებიან ალბანელები, რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებზე, ჩვენ შეიძლება რაოდენობრივად არ ვიყოთ ძალიან ბევრი დღევანდელ თამაშზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ხარისხი ქომაგობის რაც ჩვენ გვექნება აქ, მისცემს ჩვენს ქართველ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, იგრძნობენ, რომ არ არიან მარტო და დარწმუნებული ვარ ჩვენი სიმღერის ხმაც მოხვდება იქ, სადაც საჭიროა და შეძახილებიც… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დროშები, ჩვენი საქართველოს სამკაულები, რომლებიც გვიკეთია, უფრო მეტი მოტივაცია იქნება მათთვის“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი მარიტა გორგილაძე.

„საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავს, დავამტკიცეთ ეს ჩეხეთთან თამაშის დროსაც და ვფიქრობ, რომ როგორც ტრიბუნაზე, ასევე მოედანზე არავის არაფერს დავუთმობთ. ქომაგებს რაც შეეხება, თბილისიდან გამოვემგზავრეთ დაახლოებით 35 ადამიანამდე, თუმცა ჩვენი წევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გვიერთდებიან. ამ ეტაპზე ქართველი სპორტის ქომაგების წევრების რაოდენობა 60-მდე იქნება, თუმცა როგორ ვიცი და მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ ბევრი ქართველია, ვინც შემოგვიერთდება ჩვენი შეკრების ადგილას და შემდეგ ერთად გადავინაცვლებთ სტადიონზე და შევეცდებით ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერის გამოხატვას“, – ამბობს ბექა ნოზაძე, „ქართული სპორტის ქომაგების” წევრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend