მთავარიმსოფლიოკავკასიაევროკავშირმა სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასსთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვის მოლაპარაკებები დაიწყეს. მისივე თქმით, გრძელდება დისკუსიები სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობის შესახებაც და სომხეთი მოისმენს ბლოკის წევრი პარტნიორების რჩევებსა თუ დაკვირვებებს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, მივიღეთ გადაწყვეტილება „ევროპის მშვიდობის ფონდის“ საშუალებით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ძალიან ვაფასებთ“, – ამბობს სომხეთის მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანი.

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა უვიზო მიმოსვლის საკითხზე სომხეთთან მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების შესახებ თავდაპირველად ივლისში განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend