მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატებისთვის ემზადებიან

დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატებისთვის ემზადებიან

საპრეზიდენტო დებატების ფორმატში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი, 45-ე პრეზიდენტი და ჯერ კიდევ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

დებატები ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში შედგება და 90 წუთს გაგრძელდება. რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატებს არჩევნებამდე ორი თვით ადრე საშუალება აქვთ, ამერიკელ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნონ თავიანთი გეგმა.

სავარაუდოა, რომ ამ დებატებზე ქვეყნის 47-ე პრეზიდენტობის მსურველების მთავარი განსახილველი საკითხები აშშ-ის შიდაპოლიტიკური ვითარება და საგარეო საკითხები იქნება, მათ შორის უკრაინის ომი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. საარჩევნო კამპანიის დასაწყისში 10 სექტემბრის დებატებზე დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს უნდა შეხვედროდა, თუმცა პირველი დებატების შემდეგ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და ასპარეზი 59 წლის კამალა ჰარისს დაუთმო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend