მთავარისაქართველოცესკოში საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ

ცესკოში საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ უწყება უსაფუძვლო ბრალდებებისა და ზეწოლის ობიექტი ხდება. ამ საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა. გიორგი შარაბიძის თქმით, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებს გუშინ, 8 სექტემბერს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ინციდენტი საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო. გიორგი შარაბიძემ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის საჯარო და ღია ჩართული მხარეებისთვის, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებებისა და ზეწოლის ობიექტი. საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საარჩევნო ადმინისტრაციის კოლეგებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend