მთავარიამერიკააშშაშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი რუსეთის მოქალაქეებს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი რუსეთის მოქალაქეებს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი რუსეთის მოქალაქეებს ბრალს სდებს ე.წ. WhisperGate-ს მავნე პროგრამების გამოყენების გამო, რაც მიზნად ისახავს კომპიუტერული სისტემების განადგურებას უკრაინასა და ნატოს 26 მოკავშირე ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში.

გავრცელებული დასკვნის თანახმად, სამხედრო დაზვერვის ხუთი რუსი ოფიცერი ბრალდებულია უკრაინელი ხალხის დემორალიზებაში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, რუსეთის 2022 წლის კიბერშეტევა შეიძლება ომის დაწყების პირველ შეტევად ჩაითვალოს. ბიუროს თანახმად, კიბერთავდასხმამ ამერიკულ კომპანიებშიც შეაღწია და მათი სამიზნე უკრაინის ის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კომპიუტერული სისტემები გახდა, რომლებიც თავდაცვის სისტემასთან არ იყო დაკავშირებული.

გენერალური პროკურორის თანაშემწე მეთიუ ოლსენი Copyright AP Photo/Stephanie Scarbrough

„„ვისფერგეითის“ კამპანიის სამიზნეები სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინული კომპიუტერული სისტემები გახდა, რომლებიც სამხედრო ან ეროვნულ თავდაცვასთან არ იყო დაკავშირებული. ის მოიცავდა იმ სამთავრობო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის საგანგებო სამსახურებზე, სასამართლო სისტემებზე, სურსათის უვნებლობასა და განათლებაზე. მიზანი უკრაინელი ხალხის დემორალიზება გახლდათ. ასევე ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და გაასაჯაროვეს ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის პერსონალური მონაცემი, მათ შორის ინფორმაცია პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ”, – განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწემ მეთიუ ოლსენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend