მთავარიაზიაღაზაგაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილეს

ისრაელ-„ჰამასის“ მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაციის პარალელურად გაეროში ისრაელის მოთხოვნით მოწვეული სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში გაეროში ისრაელისა და პალესტინის ელჩებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აუცილებლობასა და რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ისრაელმა გააჩაღა ფართომასშტაბიანი ომი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. ის კონფლიქტის მოგვარებას მთელი ერის გაქრობით ცდილობს. ამ ფაქტებს ვერ უარვყოფთ. გენოციდის მეშვეობით ისრაელი აჩვენებს მსოფლიოს მზაობას, გამოიყენოს ყველანაირი საშუალება კოლონიალური მიზნების მისაღწევად. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ყველა ამბობს, რომ არა მხოლოდ პალესტინელები, არამედ მილიონობით ისრაელელი ქუჩებშია გამოსული და დარდობს დატყვევებულ ადამიანებზე. ისინიც მოუწოდებენ თავიანთ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ცეცხლი და მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა გაეროში პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიად მანსურიმ.

„101 ადამიანი რჩება უკანონო ტყვეობაში. ისინი იგნორირებულნი არიან საერთაშორისო დონეზე. თითქმის ერთი წელია, უფრო ზუსტად კი 334 დღეა, ისინი სიბნელეში იმყოფებიან. მათგან სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ჩანს, არანაირი წვდომა არ აქვს „წითელ ჯვარს“. ისინი მივიწყებულნი არიან. ისინი, ვინც საბედნიეროდ დაბრუნდნენ, ამბობენ იმ საშინელ პირობებზე, რომელთა გამოცდაც უწევთ დანარჩენ ადამიანებს ტყვეობაში“, – განაცხადა გაეროში ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანი დანონმა.

ისრაელის მხრიდან გაეროს სხდომის მოწვევას მხარდაჭერა გამოუცხადეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და უკვე თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend