მთავარიევროპაუკრაინა„დიდი გადატვირთვა” - უცნობია, ვინ დაინიშნება ვაკანტურ პოსტებზე უკრაინის მთავრობაში

„დიდი გადატვირთვა” – უცნობია, ვინ დაინიშნება ვაკანტურ პოსტებზე უკრაინის მთავრობაში

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტებს უკრაინის მთავრობაში. უკრაინული მედია წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა დაინიშნოს დმიტრო კულებას მოადგილე ანდრიი სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს, ქვეყნის ხელისუფლებაში მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილების ფონზე. დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო. მისი გადადგომის შესახებ უკრაინის პარლამენტი მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, კანონმდებლები საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გადადგომის საკითხის განხილვას მომდევნო პლენარულ სხდომაზე გეგმავენ.

2020 წელს თანამდებობის დაკავებიდან კულება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, რათა მოეზიდა მოკავშირეები და მხარდაჭერა უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისგან.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები საჭიროა მთავრობის გასაძლიერებლად და იმ შედეგების მისაღწევად, რომლებიც უკრაინას სჭირდება.

ამასთან, ბოლო დღეებია, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინაზე. ხოლო უკრაინული ძალები ჯერჯერობით იცავენ მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს რუსეთის კურსკის რეგიონში, სადაც მათ შეტევა 6 აგვისტოს დაიწყეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend