აზერბაიჯანის დედაქალაქი ემზადება ფორმულა ერთის გრანპრისთვის, რომელიც ბაქოში 15 სექტემბერს გაიმართება. 14-15 სექტემბრის უქმეებისთვის კი, თითქმის ყველა სასტუმრო სრულადაა დაჯავშნილი. გრანპრიზე ორი ათასი მოხალისე, ათას ოთხასი მარშალი და დამატებით ათას ხუთასი პირი მუშაობს, რომ ფორმულა ერთის გრანპრი შეუფერხებლად წარიმართოს.
„საოცარი განწყობაა. კულისებში ძალიან ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ყოველთვის რაღაცას სწავლობ, თან ერთობი“, – ამბობს მოხალისე ნოვრუზ ჯუვარლინსკი.
„ბაქოს გრანპრის მოუთმენლად ველი. უამრავი ღონისძიება და თამაში გვექნება. ძალიან დიდი გუნდი მუშაობს, რომ ყველაფერი მზად იყოს. აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მოხალისე იეგანა ბაგირჟადე.
2024 წლის გრანპრისთვის ორგანიზატორებმა ახალი ტექნოლოგიები დანერგეს და ტრასის ინფრასტრუქტურა განაახლეს. გაზრდილია უსაფრთხოების ზომებიც. ხოლო გზების დაკეტვისა და საცობების შემცირებით ორგანიზატორები ცდილობენ, მოსახლეობა ნაკლებად შეაფერხონ.
„ეს მზარდი სპორტია. ის ფართოვდება გლობალურადაც. ვიყოთ ამის ნაწილი, ჩვენი ქვეყნისთვის ეს შესანიშნავია. მას მოაქვს დიდი აღიარება, ტურიზმი და ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური სარგებელი,” – განაცხადა ბაქოს ტრასის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგსუდ ფარზულაევმა.
ბილეთებზე მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ტრასის გასწვრივ გულშემატკივრებისთვის დამატებითი სივრცეები მოეწყო, ხოლო ჯამში ადგილების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.