გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და პირობა დადო, რომ უკრაინისთვის გაიზრდება ბირთვული უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. მისი განცხადებით, გაფართოვდება ინსპექტირება ელექტროქვესადგურებზე, რომლებიც უკრაინის ელექტროსადგურებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ დაზიანებულია ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი და არა სადგურები. მისი განცხადებით, მათ იმ დროსვე აღნიშნეს, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენს ელექტროსადგურისთვის. როგორც რაფაელ გროსი ამბობს, სააგენტოს შეუძლია და უნდა დააკვირდეს კიდეც ქვესადგურებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რომლებიც თავდასხმისა და თუ ზეწოლის სამიზნეები არიან.
რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ძალიან მყიფეა. ენერგოობიექტი რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ზაპოროჟიის რეგიონი ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, დაიპყრო.
რაფაელ გროსი გასულ კვირას იმყოფებოდა რუსეთში კურსკის რეგიონში, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მოინახულა. იგი გეგმავს, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზეც მივიდეს.