პარიზიდან თბილისში პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
მედალოსნებმა საკუთარ ემოციებზე ისაუბრეს და გულშემატკივარს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.
გიგა ოჩხიკიძემ პარაბირთვის კვრაში მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ანა ჯაფარიძემ პარატაეკვონდოში – ბრინჯაოს მედალი.