მთავარიაზიაისრაელიისრაელის ქალაქ თელ-ავივში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება

პირველი სექტემბრიდან თელ-ავივში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან ითხოვენ „ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევასა და ტყვეების გათავისუფლებას.

ამჟამინდელი ინფორმაციით, „ჰამასს” 100-მდე ისრაელის მოქალაქე ჰყავს დატყვევებული, ვარაუდობენ, რომ მათი მესამედი შესაძლოა, მოკლული იყოს.

„ჰამასი” ტყვეების სიკვდილში ბრალს ისრაელის მთავრობას სდებს და აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. აგრეთვე, „ჰამასი” მოითხოვს ღაზის სექტორის ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დერეფნიდან ისრაელის ჯარის გაყვანას.

მხარეებს შორის შეთანხმება მცდელობა ყოველ ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მათთან, ვინც ტყვეებს ხოცავს, მოლაპარაკებები არ სურთ.

„მთავრობას საქმის „ჰამასთან” დაჭერა ურჩევია. ისინი უხდიან მათ ფულს, აშენებინებენ მიწისქვეშა გვირაბებს და არ ათავისუფლებენ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადებს იხდიან, ჯარში მსახურობენ, მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ ამ ქვეყნის ასაშენებლად, მაგრამ ეს მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს. ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც მთავრობას არ შეუძლია, მათ ურჩევიათ საკუთარ სავარძლებში ისხდნენ. ისინი თავიანთ რელიგიურ პარტნიორებთან ურთიერთობას ამჯობინებენ და არ ფიქრობენ იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ზრუნავს ქვეყანაზე“, – აცხადებს საპროტესტო აქციის მონაწილე მაია ორი.

ამ მოვლენების ფონზე კი, კიდევ უფრო იძაბება ვითარება ისრაელში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, ისინი ითხოვდნენ ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტასა და „ჰამასის” მიერ გატაცებული ტყვეების დაბრუნებას, თელ-ავივი, ისრაელი, 1-ელი სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Schalit

სამ სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ 6 მძევლის ცხედრის პოვნის შესახებ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაზარდა. ათობით ათასმა ადამიანმა თელ-ავივში გადაკეტა ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალები. ამავე დღეს პროტესტის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად კრიტიკისა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, როგორც ჩანს, ბენიამინ ნეთანიაჰუ არ აპირებს პოლიტიკა შეცვალოს. ის ამბობს, რომ ისრაელის არმია გააგრძელებს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციასა და ეგვიპტის საზღვრის კონტროლს, საიდანაც ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასი” იარაღით მარაგდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend