მთავარისაქართველოწინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეოთხე დღე დაიწყო

წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეოთხე დღე დაიწყო

გუშინ საღამოს, 2 სექტემბერს, წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და პიანისტი ბრიუს ლიუ წარდგნენ. მათ დირიჟორმა კლაუდიო ვანდელიმ უხელმძღვანელა. ვირტუოზებმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი, მეშვიდე სიმფონია და ფრედერიკ შოპენის მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.

მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად 2 სექტემბერს პირველად წინანდლის სცენაზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი უკრავდა.

დღეს საღამოს, 3 სექტემბერს, კონცერტს კვლავ უხელმძღვანელებს წინანდლის ფესტივალის უცვლელი მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედა, რომელიც პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად ააჟღერებს ჰენრიკ ვენიავსკის სავიოლინო კონცერტსა და გუსტავ მალერის სიმფონიას.

წამყვანი სოლისტი იქნება სოპრანო ხენ რეისი, ხოლო მევიოლინე ჯოშუა ბელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend