მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალა

უნგრეთის სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალა

უნგრეთში ძალაში შევიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას ითვალისწინებს. მთავრობასა და სკოლებში მიაჩნიათ, რომ ამით გაუმჯობესდება მოსწავლეების ყურადღების დონე და სწავლის ხარისხი. სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ბუდაპეშტის ქუჩებში უკვე გამოვიდა ათასობით ადამიანი, რომლებიც უკმაყოფილოები არიან და მთავრობის ახალ დადგენილებას აპროტესტებენ.

ბუდაპეშტში ახალი სასწავლო წელი პროტესტის ფონზე დაიწყო. უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა ერთ-ერთ ცნობილი სკოლის დირექტორის გათავისუფლება გააპროტესტა. შაბა მეჟაროში იძულებული გახადეს 24-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან მან უარი განაცხადა მთავრობის დადგენილების აღსრულებაზე, რომელიც სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას ითვალისწინებს.

ნიდერლანდებში სკოლის მოსწავლეებს უკვე ეკრძალებათ საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონების შეტანა. ახალი წესი სკოლებში მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთსა და დანიაში, სკოლები ასევე ატარებენ ექსპერიმენტს ტელეფონების აკრძალვაზე. მათ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს, რომ ტექნოლოგია საკლასო ოთხში ერთგვარი დახმარების ინსტრუმენტია, თუმცა აკრძალვის აღსრულებით მთავრობასა და სასწავლო დაწესებულებებში იმედი აქვთ, რომ ამით გაუმჯობესდება მოსწავლეების ყურადღებისა და სწავლის დონე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend